Meet Leo

work for yourself not for company

leo

Მოკლედ ჩემს შესახებ:

Პირველ რიგში მინდა გაგეცნო, ჩემი სახელია ლევანი და მე ფინანსურად თავისუფალი ადამიანი ვარ! განა არ ვმუშაობ? ძალიან ბევრსაც ვმუშაობ ოღონდ სხვისთვის არა, ჩემი თავისთვის, დანამდვილებით ვიცი რომ თუ იმავე მონდომებით იმუშავებ შენი თავისთვის როგორც ამას სამსახურში აკეთებ იქნება ეს კომპანია თუ კერძო სექტორი შენც აუცილებლად მოიპოვებ თავისუფლებას და იმ დარჩენილ დროს შენს მეგობრებთან და ოჯახთან გაატარებ ან რამე უფრო სასიამოვნოს კეთებაში ვიდრე მუდმივათ უკმაყოფილო მენეჯერის კრიტის მოსმენა ან შენს გვერდით მჯდომი თანამშრომლის გამაღიზიანებელ კევის ტკლაცუნი :)

ჩემთვის ძალიან ნაცნობია ეს ყოველივე რადგან ერთ დროს მეც ისევე როგორც ყველა ვმუშაობდი და ვშრომობდი ძალიან ბევრს რათა მეარსება და არა მეცხოვრა… მესმის შენი ამიტომაც თავს არ დავზოგავ რომ ჩემი ცოდნა შენც გაგიზიარო და გასწავლო როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს! Გახსოვდეს მარტივი არაფერია! განსაკუთრებით ის რომ საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესო და მიაჩვიო მუშაობას.

 

Ძალიან ძნელია შენ თავს ეჩხუბო, აუკრძალო ის ექსტრა 5 წუთიანი შესვენება მოსაწევად გასვლა ან ფეისბუქზე ჩათაობა როგორც ამას ძირითადათ მათრახიანი მენეჯერები გვიკეთებენ :))

 

მაშ ასე მოდი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე! 

Რა არის ის უნიკალური ტექნიკა რის სწავლასაც გთავაზობ?

Დღეს მე შენ გასწავლი როგორ შექმნა საკუთარი მაღაზია, განათავსო პროდუქცია და შეიქმნა პასიური შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად...ამისათვის არ არის საჭირო სპეციფიური განათლება პროგრამირების ცოდნა ან რაიმე სხვა, რაც დაგჭირდება არის: მონდომება, დისციპლინა, და ცოტა კრეატივი :) მოკლედ მომყევი!

არ გამოტოვო ახალი გაკვეთილი!

© 2020 infolab.ge